დღევანდელ სამუშაო დღეს, ძირითადად ვიმუშავეთ პროექტის გეგმის სტანდარტზე,ჩამოვტვირთე ჩემი საგნის შესაბამისი სტანდარტი და მისი ინდიკატორები,მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ შემდგომში პროექტზე მუშაობის დროს.გავეცანით სხვადასხვა დონის სააზროვნო კითხვების დასმის ტექნიკას. თემა:" წელიწადის დროები" 1.ზოგადი კითხვები: ა.რა ცვლილებები მიმდინარეობს მსოფლიოში წელიწადის დროების ცვალებადობის ფონზე? ბ. რა როლს თამაშობს წელიწადის დროების ცვალებადობა ჩვენს ცხოვრებაზე? 2.თემატური შეკითხვები:ა.როგორი ამინდია მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში მოცემულ მომენტში? ბ.რა გვაძლევს წელიწადის დროებზე დაკვირვებისა და დასკვნის გაკეთების საშუალებას? 3.შინაარსობრივი შეკითხვები: ა. წელიწადის რამდენი დრო არსებობს? ბ.წელიწადის რომელი დროები ვიცით? 3. მონაცემების გამოსახვის რა ფორმებს ვიყენებთ?